ფეხბურთი

12:20 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ხელფასის გაზრდას ითხოვს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, შესაძლოა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. აღნიშნული ინფორმაცია Sport-მა გაავრცელა.

ესპანური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელმა და კლუბმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და სავარაუდოდ მალევე შეთანხმდებიან. სუარესის მთავარი მოთხოვნა ხელფასის 15 მილიონამდე გაზრდაა. ამჟამად ლუისი 10 მილიონ ევროს იღებს და სურს ნეიმარს გაუთანაბრდეს. გუნდში ურუგვაელი ხელფასის მხრივ, ბრაზილიელის გარდა, ანდრეს ინიესტას და ლიონელ მესის ჩამორჩება.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით სუარესი “ბარსელონაში” 2019 წლის ივლისამდე უნდა დარჩეს. ფორვარდმა გასულ სეზონში 53 მატჩში 59 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის შედეგიანობას მიმდინარე სეზონშიც განაგრძობს - 10 შეხვედრა, 8 გოლი, 3 საგოლე პასი.

0.114511