ნბა-ს 2-გზის ჩემპიონი ნორის კოული კარიერას ჩინურ კლუბში “შანდონგ გოლდენ სტარში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კოული განვლილ სეზონში “ნიუ ორლეანის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 10.6 ქულას, 3.7 პასს და 3.4 მოხსნას აკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ კოული 2012 და 2013 წლებში “მაიამი ჰიტთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.