ჩოგბურთი

10:00 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას დისკვალიფიკაცია 9 თვით შეუმცირდა

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონს რუსს მარია შარაპოვას დისკვალიფიკაცია 9 თვით შეუმცირეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ჟენევის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა. შარაპოვას კორტზე გასვლა 2017 წლის აპრილიდან შეეძლება.

მარიამ მცირე კომენტარიც გააკეთა: “ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებთანაც ერთად გადავიტანე ეს ყველაფერი. ერთი სული მაქვს კორტზე როდის დავბრუნდები”.

შეგახსენებთ, რომ მარიას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღების გამო თავიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე.

0.114415