რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურის საუკეთესო ხუთ სეივს შორის მოხვდა ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას მოგერიებული ბურთი მახაჩყალის “ანჟისთან” (2:1) მატჩში.
გამოცემა championat.com-ი აღნიშნულ ხუთეულს ყოველი ტურის შემდეგ ადგენს და გამოსარჩევია, რომ ლორია განვლილი 9 ტურიდან 6-ჯერ მოხვდა მასში. ამჯერად, მის სეივს მეოთხე ადგილი ერგო.
საგულისხმოა ისიც, რომ “კრილია სოვეტოვმა” “ანჟისთან” სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და ბოლო პოზიციას თავი დააღწია.