ტურინის “იუვენტუსის” ხორვატი შემტევი მარკო პიაცა სანაკრებო შეკრებისას დაშავდა. როგორც ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, პიაცა ფინეთთან და კოსოვოსთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.
არსანიშნავია, რომ თავდაპირველად პიაცას მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, რომელიც დაახლოებით 5-6 თვით ლაზარეთში ყოფნას უქადდა, მაგრამ როგორც განმეორებითმა გამოკლვევებმა ცხადჰყო, ნიჭიერ ფეხბურთელს მხოლოდ სამი კვირა გაუცდება.
მარკო პიაცა “იუვენტუსში” ზაგრების “დინამოდან” გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ტურინილ გრანდში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს.