ფეხბურთი

19:08 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: "ესპანეთი ფავორიტია, თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არაა"

,,სკუადრა აძურას’’ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი ესპანეთთან დასაპირისპირებლად მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით მეტოქე ფავორიტია, თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის მატჩს, რომელიც 6 ოქტომბერს, "იუვენტუს სთედიუმზე" გაიმართება, იტალია ესპანეთს უმასპინძლებს და ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება ევრო 2016-ის მატჩისგან - აღნიშნა ბონუჩიმ.

,,ისინი ფავორიტები არიან, მათ ჰყავთ საუკეთესო მოთამაშეები ყველა ასპექტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ მათ აქვთ სურვილი და მოტივაცია, რომ მოგვიგონ, თუმცა ამ გუნდს შეუძლია გააკეთოს იმაზე მეტი, რაც გააკეთა ისრაელთან.

ოჯახური პრობლემები გარეთ არ წყდება. ბოლო პერიოდში მრავალი დელიკატური რამ გადამხდა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ამან გამაძლიერა. "იუვენტუსის" დაჯგუფება? - ჩვენ ვართ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დიდი გუნდი. კარგად დავიწყეთ და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესოები.

"სკუადრა აძურას" ისტორიაში კონტეს ეპოქა დასრულდა. არსებობს მრავალი განსხვავება, ბევრი რამ მოწინააღმდეგის ხარვეზებზეც არის დამოკიდებული. ალბათ ანტონიო ბევრად უფრო დეტალური და მოტივატორი იყო. მაგრამ ეს სულაც არ იყო შეცდომა. მორატა? რამდენიმე წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში.

მომავლის იტალია - ყოველთვის ვამბობდი, რომ რომანიოლი და რუგანი იქნებიან ფლაგმანი ეროვნულ ნაკრებში.

მარიო ბალოტელი - ის ნიცაში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. მას აქვს ამოუწურავი თვისებები. მე ის ძალიან მიყვარს. ყველაფერი მის ხელშია და იმედი მაქვს რომ ახალი გამოცდილება იქნება მისთვის საუკეთესო. მას ბევრ რამეს ვურჩევ, რადგან ჩვენ ერთად გავიზარდეთ. შეიძლება ჩვენ დავკარგეთ ხარისხი, მაგრამ ეს ლამაზი ჯგუფია და ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშავოთ სხვა უნარები’’- განაცხადა ბონუჩიმ.

სოფო ერქვანია

0.107182