ფეხბურთი

17:59 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდია-საქართველოს ფრანგი შაპრონი იმსაჯებს

6 ოქტომბერს, დუბლინში ირლანდია-საქართველოს შესარჩევ მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი იქნება ტონი შაპრონი, რომელსაც არასოდეს უმსაჯია არც საქართველოს, არც ირლანდიის ნაკრების შეხვედრა.

შაპრონი ქართულ კლუბს მხოლოდ ერთხელ გადაეკვეთა. 2007 წელს უეფას თასზე პოლონური "ბელხატუვისა" და თბილისის "ამერის" შეხვედრას (2:0) გაუძღვა.

შეგახსენებთ,მატჩი 6 ოქტომბერს "ავივა სტედიუმზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114831