ფეხბურთი

15:47 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიას მოდრიჩის მერე რაკიტიჩიც დაუშავდა

ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა. როგორც ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა განაცხადა, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს მყესები აქვს დაზიანებული და ამის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება.

რაკიტიჩამდე, ხორვატიას კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე, “რეალის” ლიდერი ლუკა მოდრიჩი და “ლივერპულის” მცველი დეიან ლოვრენი გამოაკლდა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ მატჩს გამართავს ფინეთისა და კოსოვოს ნაკრებების წინააღმდეგ.

0.112947