იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი კლაუდიო მარკიზიო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც 30 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან საუბრისას თვითონ განაცხადა, მწვანე მინდორზე გასვლას დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის შემდგომ მოახერხებს.
“ძალიან კარგად ვარ, თუმცა ნორმალურია, რომ იდეალურ ფორმაში შესასვლელად დრო დამჭირდება. მოედანზე დაბრუნებასთან კი, ახლოს ვარ, ალბათ ეს სანაკრებო პაუზის შემდგომ მოხდება. ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ თამაში მალე დამეწყო”, - განაცხადა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, კლაუდიო მარკიზიო ლაზარეთში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან მოყოლებულია და მას არც უთამაშია. შესაბამისად, მარკიზიოს ევრო 2016-იც გაუცდა და ახალი სეზონის სტარტიც.