ფეხბურთი

12:33 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი პოლიციასთან ჩხუბის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს

სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი ვლადიმირ ვაისი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შვილია, სლოვაკეთის ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ კვირას ვაისი პოლიციის რწმუნებით მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც ცნობილი ხდება, ყატარული “ალ გარაფას” ფეხბურთელი არ დაემორჩილა პოლიციის გადაწყვეტლებას ალკოჰოლური ტესტის გავლასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც ერთი დღის პოლიციაში გატარება მოუხდა.

აღნიშნული ინფორმაცია სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან კოზაკმა დაადასტურა:

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ რაც მოხდა. ვაისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკრებში იგი ვერ ითამაშებს, რადგან ახლა გუნდში მშვიდი გარემო მჭირდება”, - განაცხადა კოზაკმა.

სლოვაკეთის ნაკრები ჯერ ლუბლიანაში სლოვენიას ესტუმრება, ხოლო შემდგომ ტრნავაში შოტლანდიას უმასპინძლებს.

0.11842