ჭიდაობა

10:02 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ციმბირული პოდიუმი უქართველებოდ შეივსო

იაკუტსკში გამართული საერთაშორისო ტურნირი - დმიტრი კორკინის მემორიალი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ციმბირში 20-მდე ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში მხოლოდ ორი სპორტსმენი ჩაება: ტრისტან ჩირგაძე (57 კგ) და თორნიკე ხიდეშელი (120 კგ).

ჩირგაძემ ძირითად ბადეში აისენ პოტაპოვისა და გიორგი ოკოროკოვის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში კიდევ ერთ მასპინძელთან - ალექსანდრ პასადინთან წააგო და ჯერ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ხოლო მალე ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა, რადგან პასადინი ფინალამდე ვერ მივიდა.

ხიდეშელმა პირველ წრეში ვიტალი გოლოევი ჩამოიშორა. შემდეგ კი ჯერ მომავალ ჩემპიონთან - ბალდან ციჟიპოვთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში - უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკისთან.

0.11262