იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ნიკა მეტრეველის “რეჯია კაზერტამ” შარშანელი ფინალისტ “რეჯიო ემილიას” უმასპინძლა და 78:75 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 7 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
მასპინძლებს პოლონეთის ნაკრების წარმომადგენელმა ალეკსანდერ ჩიზმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 8 მოხსნა მოაგოვა. “რეჯია კაზერტა” მე-2 ტურის შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად "ვარეზესთან" ჩაატარებს.
GBF.GE