ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სუონსი სიტის” ამიერიდან ფრანჩესკო გვიდოლინი აღარ გაწვრთნის. როგორც უელსური გუნდის ვებგვერდი გვატყობინებს, მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე აშშ-ს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ბობ ბრედლი შეცვლის.
“გვინდა მადლობა ვუთხრათ, გვიდოლინსა და მის სამწვრთნელო სტაფს. მათ სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცდილი იტალიელის გათავისუფლების მიზეზი “სუონსის” მეტად წარუმატებელი ასპარეზობაა. პრემიერლიგის 7 ტურში ამ გუნდმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.