ფეხბურთი

22:28 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის ახალი იბრაჰიმოვიჩი: მარიო ბალოტელი (+VIDEO)
"ნიცა" - "ლორიენი" 2:1

ზაფხულში პსჟ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რომ დატოვა, ბევრისთვის საფრანგეთის ლიგა 1 არცთუ საინტერესო გახდა, მაგრამ მერე "ნიცამ" მარიო ბალოტელი შეიძინა და შეიძლება ითქვას, "სუპერმარიო" "ნიცას" იბრაჰიმოვიჩია.

დღეს, ლუისენ ფავრის გუნდი "ლორიენს" შინ ვერ უგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე ბალოტელიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. ეს, ჭირვეული იტალიელის მეექვსე გოლია ფრანგულ გუნდში (ხუთი ლიგა 1-ში, ერთი ევროპა ლიგაზე). აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თამაშში ბალოტელიმ გოლის დროს მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი მეორე გაფრთხილების მიღებაც მოასწრო და შესაბამისად, მოედანი ნაადრევად დატოვა.

0.121868