ფეხბურთი

20:26 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა მალტასთან და ნორვეგიასთან ვერ ითამაშებს

ფეხბურტი - ინგლისი - ნიუსი

"ლივერპულის" ნახევარმცველი ადამ ლალანა ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა "სუონსისთან" სტუმრად მოგებულ (2:1) პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო და როგორც იურგენ კლოპმა BBჩ-ს განუცხადა, ლალანას სარეაბილიტაციო პერიოდი 15-16 დღე გაგრძელდება.

შესაბამისად, სემ ელერდაისის შემცვლელ გარეტ საუთგეიტს ადამის ნაცვლად ნაკრებში სხვა ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს. ინგლისი მალტას "უემბლიზე" 8 ოქტომბერს მიიღებს, ხოლო სამ დღეში სლოვენიას სტუმრად დაუპირისპირდება.

0.127576