საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში რეიტინგის 66-ე ნომერთან ავსტრალიელ ჯო მილმანთან 7:6. 1:6, 4:6 დამარცხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 8:6 მოიგო. მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ხოლო მესამე სეტში 5:4-ზე მილმანის სასარგებლოდ ნიკა დაბრეიკდა, რამაც საბოლოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პეკინის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დუშან ლაიოვიჩი 6:7, 7:5, 6:4 დაამარცხა.