ფეხბურთი

17:28 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადამიანი, რომელსაც პენალტით ვერ შეაშინებ...

თერთმეტრიანის მოგერიება მეკარეებისთვის არც ისე ადვილია, მეტიც, თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, ძნელად კიპერი რომ დადანაშაულდეს. თუმცა, საქმე როცა ბრაზილიელ დიეგო ალვეშს ეხება, ყველაფერი იცვლება. მისთვის საერთოდაც არაა პენალტის მოგეირება რთული.

“ვალნესიას” კარის დარაჯმა ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა – “ღამურების” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ჯერ ანტუან გრიზმანს აუღო თერთმეტი მეტრიდან, მერე გაბის და ლა ლიგაში 19 მოგერიებული პენალტი დაუგროვდა (41-დან), რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ეს რეკორდი დიეგო ალვეშმა წინა ტურში მოხსნა, როდესაც “ლეგანესთან” შეხვედრაშიც არ გაატინა მეტოქეს. მაშინ ალვეშმა ანდონი სუბისარეტას მიღწევა (16 მოგერიებული პენალტი 102-დან) გააუმჯობესა.

ლა ლიგის გარდა სხვა ტურნირებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში დიეგო ალვეშის შედეგი ასეთია: 45 პენალტიდან 22 მოგერიებული. ანუ, გამოდის, რომ ბრაზილიელი პენალტებს თითქმის 50%-იანი შედეგიანობით იღებს...

"ვალენსია" - "ატლეტიკოს" მატჩის მიმოხილვა

0.19499