"პორტუს" მეკარემ იკერ კასილიასმა პორტუგალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "ნასიონალის" წინააღმდეგ ითამაშა და კარიერაში 1020 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა. ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩების მაჩვენებელში იკერი ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილ მეკარე ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდა. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
კასილასი ახლა მხოლოდ "ბლაუგრანას" ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად "ალ-სადის" მოთამაშეს ჩავი ერნანდესს (1031) და მადრიდის "რეალის" ყოფილ თავდამსხმელ რაულ გონსალესს (1063) ჩამორჩება.