ფეხბურთი

23:43 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანის "მანჩესტერიდან" წასვლის შანსი გაუჩნდა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მატეო დარმიანი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანის "ინტერში" გადავიდეს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ფეხბურთელმა იტალიურ გუნდთან პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია და ყველაფერი რამდენიმე თვეში გაირკვევა.

"ნერაძურიმ" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლოს დარმიანის დამატება კი სცადა, თუმცა ინგლისელებმა მცველი არ გაუშვეს. ამჯერად "ინტერს" სურს იჯარის განხორციელება გამოსყიდვის უფლების დატოვებით.

დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წელს "ტორინოდან" გადავიდა და მას შემდეგ 49 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში კი ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს არ სწყალობს და მატეომ მხოლოდ ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდთან" შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.114275