ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს მუხლის ტრავმა აწუხებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. Marca-ს ინფორმაციით კი მოთამაშე აღნიშნული დაზიანების გამო 3-4 კვირა იუქმებს.
შესაბამისად, ფეხბურთელი ხორვატიის ეროვნულ გუნდს კოსოვოსთან და ფინეთთან გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ვერ დაეხმარება. ასევე, მოდრიჩი 2 ოქტომბერს "ეიბართან" ლა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს.