ფეხბურთი

18:16 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კუტალია და დვალი - უმნიშვნელოვანესი დუბლები

დასრულდა უმაღლესი ლიგის "თეთრი ჯგუფის" ორი მატჩი. ორივე მასპინძელმა მოიგო: "ცხინვალმა" ჯაბა დვალის დუბლით აჯობა ლანჩხუთის "გურიას" (2:1) და ამავე ანგარიშით, ქობულეთის შუქურამ" სძლია ქუთაისის "ტორპედოს". ქობულეთელთაგან ორივე გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა.

სხვათა შორის, ეს "შუქურას" პირველი გამარჯვებაა ამ სეზონში და გუნდმა ბოლო ადგილიდან ბოლოსწინაზე გადაინაცვლა, ხოლო ბოლოზე სწორედ "ტორპედოა". ქუთაისელთაგან ერთადერთი გოლი ოლეგ მამასახლისმა მიითვალა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ცხინვალმაც". თავიდან “გურია” იგებდა ადევადროს გოლით, თუმცა დვალმა ბოლო 18 წუთში დუბლი გაიფორმა. ჯაბას სეზონში 7 გოლი მოუგროვდა და ჯერჯერობით, საუკეთესო ბომბარდირია.

ცხინვალი - გურია 2:1 (0:1)

გოლები: 0:1ადევანდრო (22), 1:1, 2:1 დვალი (72 პენ ,85)

შუქურა - ტორპედო 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კუტალია (35), 1:1 მამასახლისი (70 პენ), 2:1კუტალია (87)

18:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყო "თეთრი ჯგუფის ცენტრალური მატჩი: "დინამო" - "ჩიხურა".

ხვალ გაიმართება "წითელი ჯგუფის" შეხვედრები: საბურთალო-სიონი, კოლხეთი-ზუგდიდი, სამტრედია-დინამო (ბათუმი)

0.136819