ფეხბურთი

16:34 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურაც” დაირაზმა, ბალოტელი ისევ თამაშგარეში დარჩა

იტალიის ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ორი მატჩისთვის მზადებას იწყებს. “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ აღნიშნული პერიოდისთვის გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ვერ მოხვდა მარიო ბალოტელი, რომელმაც მიმდინარე სეზონი ფრანგულ “ნიცაში” შედეგიანად დაიწყო და იტალიური მედია მის გამოძახებას ვარაუდობდა. თუმცა, როგორც ირკვევა, “სუპერმარიოს” შანსი ნოემბერში მიეცემა. სამაგიეროდ, ვენტურას რჩეულთა სიაში ისევ იმყოფება “მილანის” ვუნდერკინდი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც მისი ლეგენდარული მოსახელის დუბლიორად მოიაზრება ამ ეტაპზე.

იტალიის ნაკრებს შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ანჯელო ოგბონა (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”, რუსეთი), მატია დე შილიო (“მილანი”)

ნახევარმცველები: ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), დანიელე დე როსი (“რომა”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), გრაციანო პელე (“შანდონგი”, ჩინეთი), ნიკოლა სანსონე (“ვილიარეალი”, ესპანეთი)

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის ეგიდით 6 ოქტომბერს, ტურინში, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდგომ სკოპიეში მაკედონიის ნაკრებს ესტუმრება.

0.11653