ფეხბურთი

14:27 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერისა” და ხორვატიის ნაკრების ექსფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი ფეხბურთელის, ივან კლასნიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორ ირკვევა, 36 წლის ფეხბურთელს თირკმლის სასწრაფო გადანერგვა სჭირდება, უკვე მეორედ. პირველად მან თირკმელი 2007 წელს გადაინერგა, როდესაც იგი მამამისმა მისცა, მაგრამ იგი ამ დროისთვის გამოუსადეგარი გახდა.

კლასნიჩი ჰამბურგის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და კვირაში სამჯერ დიალეზის კურსი უტარდება. მისი სიცოცხლისთვის კი, ახალი თირკმელი აუცილებელია. ჯერჯერობით, ივანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკონტროლებენ.

ივან კლასნიჩს კარიერის უმეტესი წლები გერმანიის ბუნდესლიგაში აქვს გატარებული, კერძოდ, ბრემენის “ვერდერის” რიგებში. “მუსიკოსების” ღირსებას იგი 2001-2008 წლებში იცავდა. სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “ბოლტონ უონდორერსსა” და “მაინცში”, ხოლო კარიერა “სანქტ პაულში” დაიწყო. ფეხბურთის თამაშს მან თავი სამი წლის წინ, 2013 წელს დაანება. ხორვატიის ნაკრებში კი, კლასნიჩმა 2004-2011 წლებში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

0.116145