უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციულად ევროპა ლიგის მორიგი სათამაშო დღე შეაჯამა და მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესო თერთმეტეული სხვადასხვა 11 გუნდის ფეხბურთელებმა შეადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ტურის სიმბოლურში მოხვდა 40 წლის ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც რუმინელ “ასტრასთან” შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა.
მეკარე: ბოი ვატერმანი (“აპოელი”)
მცველები: რუ-ენდლი მარტინა (“საუთჰემპტონი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”)
ნახევარმცველები: ლეონ ბაილი (“გენკი”), მარსელო დიასი (“სელტა”), ვაცლავ კადლეცი (“სპარტა”), მარკო შონბახლერი (“ციურიხი”)
თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი (“რომა”), ჟოაზინიო (“კრასნოდარი”), კეირან კილდაფი (“დანდოლკი”)