ფეხბურთი

19:29 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ჩეხეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელა. მოახლოებული შეხვედრებისთვის ლიოვი შემდეგ ფეხბურთელებს მოამზადებს:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”);

მცველები: მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი (ყველა - “ბაიერნი”), შკოდრან მუსტაფი (“არსენალი”), ბენედიქტ ჰოვედესი (“შალკე”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”);

ნახევარმცველები: სემი ხედირა (“იუვენტუსი”), იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), იულიან ვაიგლი (“დორტმუნდი”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), მაქს მაიერი (“შალკე”), მარიო გიოტცე (“დორტმუნდი”), ილქაი გუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”);

თავდამსხმელები: მარიო გომესი (“ვოლფსბურგი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), კევინ ვოლანდი (“ლევერკუზენი”).

გერმანელები ჩეხეთის ნაკრებს 8 ოქტომბერს უმასპინძლებენ, ჩრდილოეთ ირლანდიას კი 11 ოქტომბერს.

0.118886