29 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა მშვილდოსნობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. მოქმედმა პრეზიდენტმა და ერთადერთმა კანდიდატმა ხათუნა ნარიმანიძემ განვლილ წლებში გაწეული საქმიანობა შეაფასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
მოგვიანებით, ხმის მიცემის მქონე სუბიექტებმა ნარიმანიძეს მხარი ერთხმად დაუჭირეს და პრეზიდენტად მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს. 14 სუბიექტიდან არჩევნებს 13 დაესწრო და ნარიმანიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ფედერაციის გენერალურ მდივნად დარჩა დავით ლეკვეიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა მაჩაიძე იქნება, ვიცე-პრეზიდენტები არტემ სანიშვილი და რეგიონებიდან ბადრი ვარშანიძე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური