ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ იტალიასთან და ალბანეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელა. ესპანელები მომავალი შეხვედრებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პეპე რეინა (“ნაპოლი”), სერხიო რიკო (“სევილია”);
მცველები: ნაჩო (“რეალი”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), სერხიო რამოსი (“რეალი”), დანი კარვახალი (“რეალი”), სერხი რობერტო (“ბარსელონა”), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”), ისკო (“რეალი”), ინიესტა (“ბარსელონა”), ლუკას ვასკესი (“რეალი”);
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (“რეალი”), ნოლიტო (“მანჩესტერ სიტი”), კალეხონი (“ნაპოლი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”), ვიტოლო (“სევილია”).
ესპანეთის ნაკრები იტალიას 6 ოქტომბერს ტურინში დაუპირისპირდება, ალბანეთს კი 9 ოქტომბერს ესტუმრება.