“ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველით იანიკ კარასკოთი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას sport.es-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერ ფერნანდესი კარასკოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაიერნთან” აკვირდებოდა, აღნიშნული შეხვედრა მადრიდელებმა სწორედ ბელგიელის ერთადერთი გოლით მოიგეს.
კარასკოს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.