მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და უეფას ექსპერტთა ჯგუფმა სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "კოპენჰაგენს" ჰყავს. დანიელებმა შინ "ბრიუგე" 4:0 დაამარცხეს და მასპინძლების მხრიდან ოთხი ფეხბურთელი გამოარჩიეს. ორ-ორი წარმოადგენელი ჰყავს ტურინის "იუვენტუსს" და პსჟ-ს, ხოლო თითო-თითო - "სპოტინგს", "ნაპოლის" და პსვ-ს.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ალფონს არეოლა (პსჟ)
მცველები: დანი ალვეში ("იუვენტუსი"), მატიას იორგენსენი ("კოპენჰაგენი"), ლუდვიგ აუგუსტინსონი ("კოპენჰაგენი"), პიტერ ანკერსენი ("კოპენჰაგენი").
ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი ("იუვენტუსი"), ბრაიან რუიზი ("სპორტინგი"), ტომას დელეინი ("კოპენჰაგენი").
თავდამსხმელები: ლუკ დე იონგი (პსვ), ედინსონ კავანი (პსჟ), დრის მერტენსი ("ნაპოლი").