ფეხბურთი

12:58 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

Marca: “ვალენსია” პრანდელის შეუთანხმდა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი უახლოეს დღეებში ესპანურ “ვალენსიას” ჩაუდგება სათავეში. როგორც გამოცემა Marca იტყობინება, იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენლები 28 სექტემბერს ესპანეთში იმყოფებოდნენ და კლუბის ხელმძღვანელებთან ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება.

“ვალენსიამ” არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ცოტა ხნის წინ პაკო აესტარანი დაითხოვა და გუნდს დროებით სალვადორ გონსალეს მარკო ხელმძღვანელობს. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, "ღამურები" მოლაპარაკებას რობერტო მანჩინისთან აწამოებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.

რაც შეეხება ჩეზარე პრანდელის, 59 წლის სპეციალისტი იტალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მერე, სტამბულის “გალათასარაის” წვრთნიდა, საიდანაც გასულ წელს გაათავისუფლეს.

0.154395