ფეხბურთი

11:40 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: “ეს თამაში უნდა მოგვეგო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “სელტიკთან” ფრედ დასრულებული მატჩის (3:3) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

“მატჩი რთული გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები თამაშში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებდნენ. სტუმრად სამი გოლის გატანა იოლი არაა. მესამე გოლის მერე საკმაო მომენტები გვქონდა და ეს თამაში უნდა მოგვეგო. ცუდია, როცა ორივე ტაიმის დასაწყისში უშვებ გოლს, თუმცა ფეხბურთში ასეც ხდება. "სელტიკს" მეორე გოლის დროს გაუმართლა, მესამე გოლის მერე კი ვერ ვიხსენებ, რომ მნიშვნელოვანი ხიფათი შეექმნა. ახლა ქულით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყოველ შემთხვევაში არ წაგვიგია” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა.

0.117818