საქართველოს საკალათაბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე სალონიკის “არისის” მაისურით პირველ მატჩში გამოჩნდა და მყის ჩინებული სტატისტიკა დააფიქსირა.
ბერძნული კლუბი საკონტროლო შეხვედრის ჩასატარებლად ბუქარესტის “სტიაუას” ესტუმრა და 91:76 იმარჯვა, სანიკიძემ კი 25:09 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და რაც ყველაზე თვალშისაცემია, 11 პასი მიითვალა.
ვიქტორმა სანიკიძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
“არისს” სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი 8 ოქტომბერს ელის. ამ დღეს სალონიკელები “ტრიკალას” გაეჯიბრებიან.