ჭადრაკი

22:45 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” საქართველოს ჩემპიონია

საჭადრაკო კლუბი “ნონა” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აჭარის წარმომადგენლებმა ტურნირზე 6 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ბოლო დაასრულეს ფრედ, რაც მას ხელს სრულიად აწყობდათ.

“ნონასთვის” ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ “თბილისმა” შესძლო და ფრედ – 3:3 ითამაშა. შედეგად, თბილისელებმა 11 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონს 2 ქულით ჩამორჩნენ.

ვერცხლის მედლები ქვემო ქართლის წარმომადგენელ “რუსთავს” ერგო, რომელმაც მე-7 ტურში შიდა ქართლის “გორს” 5.5:0.5 სძლია და თავი 12 ქულას მოუყარა.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი. ბოლო ტური

ნონა (აჭარა) – თბილისი 3:3

კახეთი – ამბროლაური (რაჭა-ლეჩხუმი) 4.5:1.5

გორი (შიდა ქართლი) – რუსთავი (ქვემო ქართლი) 0.5:5.5

სამეგრელო (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ქუთაისი (იმერეთი) 4.5:1.5

საბოლოო მდგომარეობა

  1. ნონა – 13 ქულა
  2. რუსთავი – 12
  3. თბილისი – 11
  4. კახეთი – 8
  5. სამეგრელო – 6
  6. ქუთაისი – 3
  7. ამბროლაური – 2
  8. გორი – 1
თეგები“ნონა”
0.11671