28 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 13-წლამდე რეგიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
გუნდები ასე დაწყვილდნენ: აჭარა - იმერეთი, სამეგრელო - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი - თბილისი, აფხაზეთი - ქვემო ქართლი. მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 30 სექტემბერსა და 1-2 ოქტომბერს ჩატარდება.
“რეგიონთა თასი” წელს პირველად ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს. პროექტი ფიფას დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.
www.gff.ge