კალათბურთი

10:17 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პირსის ბოლო სეზონი

“კლიპერსის” მსუბუქმა ფორვარდმა, 38 წლის პოლ პირსმა გადაწყვიტა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლო სეზონი ჩაატაროს, რის შემდეგაც ლეგენდა კარიერას დაასრულებს, აღნიშნული ინფორმაცია თავად პირსმა გაავრცელა.

“კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებ, რის შემდეგაც კარიერას დავასრულებ. მინდა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო და რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ. ნბა-ში 18-წლიანი თამაშის და დატვირთული გრაფიკის შემდეგ ახლა თითოეულ შეხვედრას ისე ვუდგები, როგორც ბოლოს. თითოეული ვარჯიშისგან სიამოვნებას ვიღებ”- განაცხადა პირსმა.

პირსი 1998-2013 წლებში “ბოსტონის” ღირსებას იცავდა, შემდეგ იყო “ბრუკლინი” და “ვაშინგტონი”. პოლმა ნბა 2008 წელს მოიგო.

თეგებიპოლ პირსი
0.1307