ესპანური “ხეტაფეს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ედუარდო ესნაიდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
43 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა “ხეტაფე” მიმდინარე წლის აპრილში ჩაიბარა და გუნდი ლა ლიგიდან დაქვეითებისგან ვერ იხსნა. წარუმატებლად დაიწყეს ესნაიდერის შეგირდებმა სეგუნდში ახალი სეზონიც - გუნდმა შვიდ ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფება.