დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა: Ua-football.com-ის ვერსიით. ხოჭოლავა ოდესის “ჩერნომორეცის” ცენტრალური მცველია და მის გუნდს 6 ტურია, გოლი არ გაუშვია.
გასულ ტურში “ჩერნომორეცმა” “დნიპროსთან” 0:0 ითამაშა, ხოჭოლავამაც მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა ხოჭოლავა სექტემბერში გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში და ამჯერადაც, ირლანდიასთან და უელსთან მატჩებისთვის სიაში ჰყავს.