რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ლიდერობას ინაწილებს ნინო ხომერიკი (2357).
ევროპის ორგზის ჩემპიონის აქტივში 4-დან 3.5 ქულაა. ასეთივე მაჩვენებელი აქვთ სტავრულა ცოლაკიდუს (საბერძნეთი, 2355), ალექსანდრა ობოლენცევას (რუსეთი, 2331) და მარიოლა ვოზნიაკს (პოლონეთი, 2246).
მომდევნო, მეხუთე ტურში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ხომერიკი – ობოლენცევა, ვოზნიაკი – ცოლაკიდუ.
ჩემპიონატში ნინოს გარდა კიდევ 6 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.
U14 – ლუკა ობოლაძე, მაია ბეჭვაია – 2 ქულა.
U16 – შოთა ხოდაშნელი – 1.5, ელენე კოსტავა – 1 ქულა.
U18 – ირაკლი ახვლედიანი – 2.5 ქულა, ნატა ჯიბუტი – 1.5 ქულა.