დასრულდა უმაღლესი ლიგის დღის პირველი მატჩი: თბილისის “ლოკომოტივმა” ლუკა კიკაბიძის გატანილი გოლით სტუმრად 1:0 სძლია ქობულეთის “შუქურას”. კიკაბიძემ გოლი 69-ე წუთზე მიითვალა.
“თეთრ ჯგუფში” “ლოკომოტივს” 6 მატჩის შემდეგ 11 ქულა აქვს და დროებით, სანამ სხვა მატჩები დასრულდება, პირველ ადგილზეა. “შუქურა” კი ბოლოზე იყო და ბოლოზე დარჩა 3 ქულით: გუნდს ამ სეზონში არ გაუმარჯვია.
ტურის სხვა მატჩები ამჟამად მიმდინარეობს და დასრულებისთანავე გაცნობებთ.