63 წლის ურუგვაელმა სპეციალისტმა ხორხე ფოსატიმ ყატარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აღნიშნულ თანამდებობაზე სამხრეთამერიკელმა ხოსე დანიელ კარენო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს. ხორხე აქამდე ყატარულ "ალ-რაიანს" წვრთნიდა.
ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე აზიის კონტინენტის მესამე რაუნდში ჯგუფში ორი მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე იმყოფება. ორი 6-გუნდიან ჯგუფიდან მუნდიალზე პირდაპირ ორი საუკეთესო ნაკრები გადის.
ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს და ქვეყნის ფედერაცია ნაკრების თამაშის ხარისხს და განვითარების პროცესს ყურადღებით აკვირდება.