ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას ნოსტალგია მოსძალებია და ტურინში დაბრუნებულა. როგორც გამოცემა “ტუტოსპორტი” იტყობინება, ფრანგი პარასკევს გუნდიდან თავისუფალი იყო და მან ყოფილი თანაგუნდელების მონახულება გადაწყვიტა.
პოგბა არამარტო ტურინში ჩავიდა, არამედ “ბებერი სინიორას” საწვრთნელ ბაზას, “ვინოვოსაც” ეწვია და ექსთანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სამედიცინო სტაფს თურმე საჩუქარებიც გადასცა: ყველას “როლექსის” საათები.
მოკლედ, პოგბამ 24-საათიანი შვებულება ასე გამოიყენა “ტუტოსპორტს” თუ დავუჯერებთ და საინტერესოა, ნუთუ აპენინის ნახევარკუნძული ასე მალე მოენატრა?..
ტურინიდან მანჩესტერში დაბრუნებულმა ფრანგმა ნახევარმცველმა დღეს უკვე "ლესტერთან" 4:1 მოგებულ მატჩში ითამაშა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში სადებიუტო გოლიც მიითვალა.