საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და გამარჯვება მოიპოვა. გუშინ თითო მოგებ-წაგების შემდეგ, ქართველებს დღესაც 2 მატჩი აქვთ დაგეგმილი, რომელთაგან პირველ შეხვედრაში შვედურ „ლულეას“ დაუპირისპირდნენ და 59:50 დაამარცხეს.
ქართველებმა დამაჯერებლად ითამაშეს და ბოლო პერიოდის გარდა, ყველა ათწუთეული მოიგეს. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 46:34 იგებდა და შვედების გადამწყვეტი შეტევა თავისუფლად მოიგერია. საბოლოოდ, ქართველებმა 9 ქულით იმარჯვეს და ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ტურის შემდეგ 2 მოგება გააჩნიათ.
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა, რომელმც ასევე 5 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა. 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა გიორგი თვალაბეიშვილმა, ხოლო 5-დან 5 ორიანის ჩამგდებმა რატი ნუცუბიძემ პირად ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.
დღეს საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 18:00 საათზე პოლონურ „ვლადსლავოვოს“ დაუპირისპირდება.
საქართველო (U-20) – ლულეა (შვედეთი) 59:50 (18:13, 14:11, 14:10, 13:16)
სრული სტატისტიკა: 59:50
www.gbf.ge