კალათბურთი

15:02 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგაზე: მოგება "მინსკთან", მარცხი - "ვენტსპილსთან"

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაერთო. აღნიშნულ ლიგაში საქართველოს 2001, 2002 დ 2003 წელს დაბადებულთა ნაკრებები ასპარეზობდნენ, ამიერიდან კი მასში 20-წლამდელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ევროპის ლიგის პირველი ეტაპი ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში ტარდება, სადაც ჩვენი გუნდი 10 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: დავით აფხაზავა, ალექსანდრ ფევაძე, გიორგი კორსანტია, დავით ლომიძე, გიგი გოგობერიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი თვალაბეიშვილი, ლუკა გიორგაძე, გიორგი ჩაჩხიანი და გიორგი ქავთარძე.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“ 63:46 გაანადგურა, ხოლო მეორე მატჩში ქართველები მასპინძელთა გუნდ „ვენტსპილსის“ დამარცხებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯთა შეცდომების გამო 3 ქულით - 47:50 წააგეს.

24 სექტემბერს საქართველოს ნაკრები 2 მატჩს გამართავს: ჯერ შვედურ „ლულეას“ დაუპირისპირდება, შემდეგ - პოლონურ „ვლადსლავოვოს“. პირველი ეტაპი 25 სექტემბერს ყაზახურ „ბარსისთან“ მატჩით დასრულდება.

ევროპის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, ისევე როგორც სხვა ასკებში, 3 ეტაპისგან შედგება. მომდევნო ეტაპი ზამთარში გაიმართება.

www.gbf.ge

0.133552