ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია სანაკრებო ბატალიების შემდეგ, ესპანურ “ბასკონიას” შეუერთდა და პირველივე საკლუბო შეხვედრაში დიდებულად ითამაშა.
შენგელიას გუნდი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “გრან კანარიასთან” 80:84 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი 19:43 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა, მანამდე კი, 6-ვე ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, 6 ორქულიანის ჩაგდებით, თორნიკემ ესპანეთის სუპერთასზე “რეალის” ვარსკლავის სერხიო ლულის მიღწევა (5-დან 5 ზუსტი ორქულიანი) გადაფარა და ახალი რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “გრან კანარია” “ბარსელონას” შეხვდება, რომელმაც მადრიდის “რეალს” 99:93 სძლია.