ჯაბა ლიპარტია ერთ-ერთია იმ ქარველ ფეხბურთელთაგან, რომელიც წლეულს ევროპა ლიგაზე ასპარეზობს. მას და ლუგანსკის “ზორიას” ერთ კვირაში ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედთან” “ოლდ ტრაფორდზე” უწევთ თამაში, თუმცა მანამდე ლუგანსკელები უკრაინის ჩემპიონატში პოლტავას “ვორსკლას” უპასპინძლებენ. ლიპარტიამ სწორედ მოახლეუბული მატჩების შესახებ ისაუბრა უკრაინულ მედიასთან.
“ვორსკლა” ძალიან კარგი გუნდია, ორგანიზებული, რომელსაც შუეძლია ჭკვიანური ფეხბურთი ითამაშოს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჩვენ მასთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით მისი ძალა. ასე რომ, ამ მატჩისთვის მთელი სერიოზულობით ვემზადებით, როგორც ყველა მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ.
“მანჩესტერ იუნაიტედი”? – ამ მომენტში მხოლოდ “ვორსკლასთან” თამაშზე ვფიქრობთ, “მანჩესტერისთვის” მოსამზადებლად კი, დრო მერეც გვექნება”, - თქვა ლიპარტიამ.
შეგახსენებთ, ჯაბა ლიპარტია “ზორიაში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი, ჩემპიონატში მოედანზე შვიდჯერ გავიდა (გოლი არ გაუტანია), ხოლო ევროპა ლიგაზე პირველ ტურში არ უთამაშია.