ფეხბურთი

18:22 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ 21-წლამდელებში გაიტანა და გაატანინა

დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელებმა უკრაინის ჩემპიონატში ლუცკის '"ვოლინის" ახალგაზრდულ გუნდს 6:0 სძლიეს. გიორგი არაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, ერთი გოლი თავად გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

გოლს რაც შეეხება, ქართველმა შემტევმა დაახლოებით 12-13 მეტრიდან შეაგდო. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში არაბიძე მხოლოდ 21-წლამდელებში თამაშობს, ძირითად გუნდში კი მწვრთნელი ფონსეკა არ აწინაურებს.

0.116475