ჩოგბურთი

13:01 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: “ბოლო თვეებია ჩოგბურთის მიმართ ინტერესი დავკარგე”

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის განცხადებით, “როლან გაროსზე” გამარჯვების შემდეგ ჩოგბურთის თამაშისგან ისეთ სიამოვნებას აღარ იღებს, როგორც ადრე.

“ახლა მთავარია თამაშის დროს ისევ ის სიამოვნება მივიღო, რასაც ადრე ვიღებდი. “როლან გაროსზე” გამარჯვების შემდეგ მე ეს დავკარგე. ვფიქრობ, ბოლო თვეებში არ მქოდნა დიდი მოტივაცია, აქედან გამომდინარე ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113321