სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი “მასობრივი სპორტის განვითარების” პროგრამის ფარგლებში ამბროლაურს და ონს ესტუმრა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა რეგიონში სპორტის განვითარების გეგმა. მოგვიანებით, მოინახულა ამბროლაურის და ონის ჭიდაობის დარბაზები.
დაიგეგმა ონის მუნიციპალიტეტში გასულ საუკუნეში აგებული უნიკალური ჭიდაობის დარბაზის რეაბილიტაცია. მინისტრმა მოინახულა ამბროლაურის სპორტული კომპლექსი, შეხვდა მოჭიდავეებს, კალათბურთელებს, კარატისტებს, მორაგბეებს და მწვრთნელებს.
მინისტრმა მოისმინა მათი პრობლემები და გადასცა შესაბამისი სპორტული ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან რაჭის სოფლებში მომუშავე სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან მიიღებენ 50-70 ლარიან დანამატს. ხელფასზე დანამატი მაღალმთიანი სოფლების პროგრამის ფაგლებში გაიცემა, რაც ადგილობრივი სპეციალისტებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
www.msy.gov.ge