სხვა

14:25 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უარყოფით ბალანსს ვერც გაგამარუ გადაურჩება?

ის, რომ ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულებს, რამდენიმე დღეა ცნობილია, ახლა კი, მისი ბედი, შესაძლოა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმაც გაიზიაროს.

სექტემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ უკვე მე-7 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი წაფორხილების უფლება აღარ აქვს.

ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ნიშიკიგისთან იორიკირით წააგო, ხვალ კი დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) აქვს.

9 მარცხის ფონზე მხოლოდ მე-3 გამარჯვება იზეიმა ხსენებულმა ტოჩინოშინმა, რომელიც ტოკიოს დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად სეკივაკე ტაკარაფუჯის იორიკირით აჯობა, შემდეგი ორთაბრძოლა კი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან ელის, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა აქვს – 7 მოგება, 7 მარცხი.

“იმპერატორის თასის” მოსაგებად დარჩენილი 3 ბრძოლიდან ორის მოგებაც ეყოფა იაპონელი ოძეკი გოეიდოს, რომელმაც მიჯრით მე-12 გამარჯვება იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა. გოეიდო უახლოეს მდევრებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და მე-14 მაეგაშირა ენდოს ორ-ორი მოგებით უსწრებს, რაც ბაშოს მიწურულისთვის, მცირე ფორა ნამდვილად არაა.

0.123499