ფეხბურთი

10:21 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მესი სამი კვირა ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ტრავმირებულია. როგორც კატალონური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელი ვარსკვლავი მარჯვენა ფეხზე არსებული პრობლემის გამო მოედანზე მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ვერ გავა.

მესიმ აღნიშნული ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო – იგი 59-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მინდორზე თურქი არდა თურანი გავიდა. ხსენებული დაპირისპირება კი, ფრედ 1:1 დასრულდა.

0.11371